რეზონანსი
21.08.2024

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ადგილობრივებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოსახლეობის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდეს. ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყალი ბოლო თვეებია არ მიეწოდებათ, რის გამოც სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებიც იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ საავტომობილო გზა გაათავისუფლონ.

„ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მივმართეთ, მათ ისიც ვუთხარით, რომ გზას გადავკეტავდით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. ვერ გვეუბნებიან საბოლოოდ როდის მოგვარდება წყლის პრობლემა”, - აცხადებენ ადგილობრივები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×