რეზონანსი
21.08.2024

“ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ გასამართლების თაობაზე. მისი შეფასებით, აღნიშნული განცხადებით მმართველი პარტიის რეალური მიზანი საზოგადოების დაპირისპირება, დაყოფა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებაა.

“საზოგადოებას ყოველი არჩევნების წინ “ოცნებისგან“ მსგავსი ტექსტი ესმის - რომ უნდა დაამთავრონ “ნაციონალური მოძრაობა“, რომ უნდა გააქრონ რადარებიდან, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, ყველას დაიჭერენ და ასე შემდეგ.

ყველა კარგად ხვდება, რომ ეს განცხადება მანიპულაციურია და რეალურად მოსახლეობას ატყუებენ. “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს - არც შეიძლება მთელი 12 წლის განმავლობაში ხალხს ღვარძლით, ბოროტებით და დაპირისპირებით კვებავდე - “ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოფს, აპირისპირებს და თესავს ღვარძლს!“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×