რეზონანსი
21.08.2024

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძის თქმით, ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება „ერთიანობის“ ლიდერებმა კონსენსუსის გზით მიიღეს.

„ერთიანობა“ იმიტომ ვართ „ერთიანობა“, რომ „ერთიანობის“ კარი ღიაა ყველა პლატფორმაზე მყოფი პოლიტიკოსისთვის, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ვისაც უნდა რეფორმები, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროპის კავშირში. ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა „ერთიანობისთვის“. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას და მთლიანად „ერთიანობის“ ლიდერების გადაწყვეტილებას. 

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ფაქტობრივად, კონსენსუსის გზით და უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ და თქვენ იხილავთ უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“. შეიძლება იყოს განსხვავებული აზრები, მაგრამ მთლიანობაში ეს არის გაერთიანების, „ერთიანობის“, 5 ნომრის გადაწყვეტილება. ნახეთ, რომ ყველა ლიდერი ამას მიესალმება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×