რეზონანსი
20.08.2024

პარტია „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, კოალიცია „ცვლილებებისთვის" ზუგდიდის ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ანტითურქული განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, სამეგრელო არის ადგილი, რომელიც არასდროს წასულა არც რუსეთისკენ და არც თურქეთისკენ.

„ეს არის ადგილი, რომელიც, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში და ხდება ბევრი, ხდება ხშირად, ხდება სამწუხაროდ - არასდროს, არც ერთი მილიმეტრით, არც ერთი ნაბიჯით, არ გადასულა ერთიანი საქართველოს მაგისტრალიდან და არასდროს წასულა არც რუსეთისკენ, არც თურქეთისკენ, თურქეთს ვგულისხმობ ისლამურ თურქეთს", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×