რეზონანსი
20.08.2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობლის სახლში ქურდობის მიზნით იყო შესული, სახლის პატრონმა იცნო, რის გამოც თავში ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×