
რა საფუძვლით შეიძლება ხელისუფლებამ პარტია აკრძალოს - კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარტიის აკრძალვა საქართველოს ხელისუფლებას ახლაც შეუძლია, სარჩელის შეტანით და მათ ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდებათ.
ვახუშტი მენაბდის თქმით, ეს განცხადება რეალურად ამომრჩეველზე და მის მობილიზებაზე არის გათვლილი.
,,პარტიას არაკონსტიტუციურად აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლო. ამისთვის სარჩელის შეტანის შესაძლებლობა აქვს პარლამენტარებს. ‘’ქართულ ოცნებას’’, რომ რეალურად ამის გაკეთება სურდეს, მას არაფერში არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, მიმართავდა სასამართლოს და სასამართლოს ის აკონტროლებს დარა გადაწყვეტილებასაც უნდა, იმ გადაწყვეტილებას მიაღებინებდა. ეს განცხადება არის ტექსტი, რომელიც გათვლილია ამომრჩეველზე, მის მობილიზებაზე, რომელსაც სურს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ‘’ქართულ ოცნებას’’ უნდა მისცეს ხმა კონკრეტული მიზეზის გამო“- აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
კოტე ჩოკორაია კი კონსტიტუციის შესაძლო შეცვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ შეიძლება "ოცნებამ" კონსტიტუცია თავის თავს ისე მოარგოს, როგორც სურს.
ჩოკორაიას თქმით, არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ იქცევა.
,,არსებული წესებით ისინი არ აპირებენ და შეუძლებელია არსებული წესებით ამ პარტიების გაუქმება, არამედ მოიგონონ ახალი კონსტიტუციით უმაღლესი დოკუმენტით დაადგინონ ის, რაც მათ სურთ ყველანაირი გამოცლილი დემოკრატიულ ჩარჩოებს გავლით და საერთოდ ეს არის ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ქმედება. კონსტიტუციაში ჩაწერენ იმას რაც უნდათ, მაგალითად აიკრძალოს კონკრეტული პარტიები, ან ვიღაცა დაინიშნოს სამუდამოდ. შეიძლება ისიც კი ჩაწერონ, რომ ‘’ქართული ოცნება’’ უნდა იყოს ხელისუფლებაში სამუდამოდ. სამართლებრივივი თვალსაზრისით, რომ შევაჯამო, მე არ მომდის თავში არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომლმაც შეიძლება, ასეთი ტიპის რაიმე ჩანაწერი გააჩინოს საკუთარ კონსტიტუციაში", - ამბობს კოტე ჩოკორაია.
არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება"
განცხადებაში ასევე წერია, რომ "ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის"