რეზონანსი
20.08.2024

გაერო-ში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რომლის თანამდებობაზე ყოფნის 4-წლიანი ვადა დასრულდა, ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაციის შენობა არასაჭიროა, უნდა დაიხუროს უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, - The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დიპლომატმა i24News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ერთის მხრივ, გამოვდივარ კმაყოფილების გრძნობით, ჩემი ბრძოლითა და აქ მუშაობით, მაგრამ, მეორე მხრივ, დიდი წუხილითა და იმედგაცრუებით. ფაქტია, რომ ეს შენობა, რომელიც შეიძლება გარედან ლამაზად გამოიყურებოდეს, რეალურად დაგრეხილი და დამახინჯებულია“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, მაისში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გილად ერდანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაერო-ში 4-წლიანი მოღვაწეობა დაასრულოს. ნეთანიაჰუმ ერდანს შეერთებულ შტატებში დარჩენა და ვაშინგტონში ისრაელის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ დიპლომატი ამ შეთავაზებას არ დასთანხმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×