რეზონანსი
19.08.2024

„ქართული ოცნება", ისე, როგორც არასდროს, არის მყარი", - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, პარტიის ლოზუნგია - კეთილდღეობით და ღირსებით ევროპისკენ.

„ჩვენ არაფრის გადაჯგუფება არ გვჭირდება. „ქართული ოცნება", ისე, როგორც არასდროს, არის მყარი და ეს სიმყარე გამოწვეულია, იმ გაკეთებული საქმით, იმ შენარჩუნებული მშვიდობით, გაზრდილი ეკონომიკით, რითაც დღეს რეალურად არსებობს საქართველო.

ჩვენი ლოზუნგი უკვე, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და ღირსებით ევროპისკენ.

ეს არის ის ძირითადი მოცემულობა, რის გარშემოც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ „ქართული ოცნება", არამედ, მთლიანად ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის გაერთიანებული", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×