რეზონანსი
19.08.2024

გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან" ერთად ვიწყებთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „არაკორექტული და მანიპულაციური" იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×