რეზონანსი
19.08.2024

„თავის დროზე მსოფლიო საზოგადოების წინაშე „ნაციონალურ - სოციალისტურ, ჰიტლერის პარტიამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა და სწორედ მის მსგავსად ქართველი ხალხის და ქართველი სამხედროების წინაშე „ნაცმოძრაობას" ჩადენილი აქვს არაერთი დანაშაული, რაც საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის დადასტურებული," - განაცხადა მედიასთან საუბარისას პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის", როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება აუცილებელია.

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე არსებობს ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

თავის დროზე მსოფლიო საზოგადოების წინაშე „ნაციონალურ - სოციალისტურ, ჰიტლერის პარტიამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა და სწორედ მის მსგავსად ქართველი ხალხის და ქართველი სამხედროების წინაშე „ნაცმოძრაობას" ჩადენილი აქვს არაერთი დანაშაული, რაც საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის დადასტურებული.

ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის", როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×