რეზონანსი
19.08.2024

ეს ძალები არ არიან პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ „მეხუთე კოლონა", რომლებიც პირდაპირ იმართებიან გარე დაკვეთებით, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, სწორედ გარე დაკვეთების მიერ მოხდა მათი სხვადასხვა თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა და გადაჯგუფება.

„ეს ძალები არ არიან პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ "მეხუთე კოლონა", რომლებიც პირდაპირ იმართებიან გარე დაკვეთებით. სწორედ გარე დაკვეთების მიერ მოხდა მათი სხვადასხვა თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა, გადაჯგუფება. მათი კარნახით ხდება ყველაფერი.

ხომ დავინახეთ, რომ ეს ძალები თითქოს შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას? ყველა "ნაციონალურ მოძრაობაში" ნამყოფი ადამიანია ან მასთან გარიგებაში მყოფი ძალები. ეს არის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა - "მეხუთე კოლონა გახარიას დამატებით", - აღნიშნა ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×