რეზონანსი
19.08.2024

თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათმობებზე არ წავა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, კიევს სხვა გზა არ დარჩება, გარდა იმისა, რომ კურსკის ოლქში გამაგრდეს და იქიდან არ გავიდეს. ინფორმაციას გამოცემა თაიმსი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად დარჩენის სურვილი არ აქვს, მაგრამ იმედი აქვს, რომ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ათასი ჯარისკაცის დამატებით მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთიდან ყურადღებას კურსკის ოლქზე გადაიტანს და იძულებული გახდება მოლაპარაკებები დაიწყოს.

„თუ პუტინი დათმობებზე არ წავა და საკუთარი პირობების გარეშე მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, კიევს სხვა არაფერი დარჩება, თუ არა დარჩეს კურსკის ოლქში და წინსვლა გააგრძელოს, რათა მოსკოვზე წნეხი გაზარდოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

დღეის მდგომარეობით, უკრაინას კურსკის ოლქში ოთხი უპირატესობა აქვს. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინელები ჯარებს გაიყვანენ მაშინ, როცა მათი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ საამისოდ სასურველი დრო დადგა. მეორე - უკრაინას კარგი საცეცხლე ძალა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აქვს. მესამე - კურსკის ოლქში ხშირი ტყეა, რაც ბუნებრივი თავშესაფარია, და მეოთხე - უკრაინას ასობით რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჰყავს აყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×