რეზონანსი
19.08.2024

უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში (დსრ) მდებარე სამი ქალაქის, მირნოგრადის, სელიდოვოსა და პოკროვსკის მაცხოვრებლები ევაკუაციას საჭიროებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოკროვსკის მიმართულებით რთული ვითარებაა შექმნილი - ქალაქს რუსული არმია უახლოვდება.

,,მივმართავ ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებების მოსახლეობას. უპირველეს ყოვლისა, ესენია: პოკროვსკი, მირნოგრადი, სელიდოვო. გთხოვთ ევაკუაციას. თუ თქვენ არ ხართ ჩართული დასახლებული ტერიტორიების დაცვაში, მაშინ უსაფრთხო რეგიონებში უნდა წახვიდეთ", - წერს ვერეშჩუკი.

აგვისტოს დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია სწორედ პოკროვსკის მიმართულებით ვითარდებოდა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, პოკროვსკის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი ქალაქს დამოუკიდებლად, თავისი ტრანსპორტით ტოვებს, თუმცა, სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ ყოველდღიურად სულ ცოტა 1000 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×