რეზონანსი
18.08.2024

როდის არ იყვნენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, როდის არ იყვნენ ისინი სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი დამისახელონ, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობასთან" „ევროპული საქართველოს" გაერთიანებაზე.

მისივე თქმით, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

„როდის არ იყვნენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, როდის არ იყვნენ ისინი სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი დამისახელონ.

ერთადერთი, უბრალოდ საზოგადოებას აყურებინეს რაღაც შიდა პარტიული დაპირისპირებები, რაღაც შიდა ჭორაობები, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

ისინი ყოველთვის იყვნენ „ნაც. მოძრაობის" წევრები", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×