რეზონანსი
18.08.2024

როგორც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა „დემოკრატიის ფესტივალს" არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა და სახელწოდება ხელოვნურია.

„მეტად ანტიდემოკრატიული, ქართველი ხალხის მიერ აღიარებული მწვალებელი და მკვლელი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ხსნის, გათავისუფლების და გათეთრების კამპანიას, რატომ მოიფიქრეს და მოიგონეს საერთოდ ეს პლატფორმა და სახელწოდება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურია და მას არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. იქ წარმოდგენილი პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება მას რამე ფესტივალი უწოდო, ან კიდევ მიზნებს თუ გავეცნობით, დემოკრატიული", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×