რეზონანსი
18.08.2024

კურსკის ოლქში უკრაინელების წინსვლა გრძელდება - გლუშკოვსკის რაიონის სოფელ ზვანნოეში უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე სეიმზე არსებული კიდევ ერთი ხიდი დააზიანეს. 

გარდა კურსკის ოლქისა, უკრაინის საჰაერო ძალები ბელგოროდსაც უტევენ, სადაც ამ წუთებში ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მოსალოდნელი შეტევის გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა როსტოვში რუსული ნავთობის ბაზა ააფეთქეს. ზარალი ამ დრომდე არ არის დათვლილი, რადგან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ახორციელებენ. 

ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზეუკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×