რეზონანსი
17.08.2024

კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა, ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

,,დღეს გენერალი სირსკი ანგარიშს გვაბარებდა კურსკის რეგიონში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებაც. ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. უკრაინელების სიმამაცე დიდ რაღაცებს შვება. სხვა ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ. ჩვენი [კურსკის ოლქში] ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება.

მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ მებრძოლს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და მეთაურს. ასევე მადლობა ყოველ ქვედანაყოფს, რომელიც ჩვენს გაცვლით ფონდს ავსებს ახალი რუსი სამხედრო ტყვეების ხარჯზე. ეს მნიშვნელოვანია. ეს აახლოებს ჩვენი სამხედროების, ჩვენი სამოქალაქო პირების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებას. გვახსოვს ყველა, ვინც სახლში უნდა დავაბრუნოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×