რეზონანსი
16.08.2024

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს, რომლებსაც განიხილავს თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

„აღნიშნული მექანიზმი აქამდეც არსებობდა და ახლა ეს პროცესი, თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, უფრო დაიხვეწა, უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური გახდა“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ალექსანდრე ტაბატაძემ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ  ბრძანება 14 აგვისტოს გამოსცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×