რეზონანსი
16.08.2024

"ლელოს" წევრებს დავით გამყრელიძის პოლიტიკურ წარსულზე საუბარი არ სურთ. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გამყრელიძემ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობით უზარმაზარი პასუხისმგებლობა აიღო და ამას პოლიტიკური ანგარების გარეშე აკეთებს.

"მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმით, რომ აიღო უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ამ არჩევნებში უხელმძღვანელოს საარჩევნო შტაბს. მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ანგარების მოლოდინი ამ პროცესიდან," - აცხადებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე პარტია"ლელოს" კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მას პოლიტიკაში ყოფნის დროს მუდმივად ჰქონდა კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×