რეზონანსი
13.08.2024

ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც არის ყველაზე მაღალი სამართლებრივი ინსტანცია და გადაჭრით თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება“.

„ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მუდმივი პედალირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს, გაიმეოროს პუტინის ნარატივები და ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება“ – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოქტომბერში ქართველი ხალხი ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს და პროპაგანდას არ წამოეგება.

„26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×