რეზონანსი
13.08.2024

კურორტ გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "გურია ნიუსი" ავრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, გომისმთიდან ოზურგეთისკენ მიმავალი მანქანა ხრამში გადავარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×