რეზონანსი
13.08.2024

პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია ის დაასრულოს დღესვე - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, ბომბავს და კლავს უდანაშაულო ადამიანებს, მანამდე აშშ უკრაინის გვერდით იდგება.

ჯონ კირბის შეკითხვა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა:

"ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასე იყო თავიდანვე. და თუ მას რაღაც არ მოსწონს, თუ რაღაც არ აკმაყოფილებს, არის ძალიან მარტივი გამოსავალი - გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი" თქვა კირბიმ. 

კირბიმ, რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებებს, რომ კურსკის რეგიონში შეტევა დასავლეთის მიერაა კოორდინირებული, პუტინის პროპაგანდა უწოდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×