რეზონანსი
13.08.2024

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან ინტერვიუ გამართა. მასკისა და ტრამპის ინტერვიუ სოციალურ ქსელ X-ზე შედგა. ტექნიკური პრობლემების გამო ინტერვიუ 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. იგი ორ საათს გაგრძელდა და 1,3 მილიონი ადამიანი უსმენდა. ილონ მასკთან ინტერვიუმდე დონალდ ტრამპი X-ზე ოფიციალურად დაბრუნდა.

„თქვენ იცით, რომ რუსეთმა გერმანია ჩვენთან ერთად დაამარცხა და მათ ნაპოლეონი დაამარცხეს. იცით, რომ ისინი უკვე დიდი ხანია რაც არსებობენ. ისინი დიდ საბრძოლო ძალას წარმოადგენენ და ეს ძალიან უსამართლოა. უკრაინას ახლა საკმარისი ხალხი არ ჰყავს, ისინი ახლა საბრძოლველად ახალგაზრდებსა და მოხუცებს იყენებენ და ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მე დადანაშაულებას არ ვაპირებ, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ ამის შეჩერება შემეძლო და ჭკვიან პრეზიდენტს შეეძლო ეს შეეჩერებინა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×