რეზონანსი
13.08.2024

ბიძაშვილის  მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უკვე, თითქმის, 24 საათია მთელი ქვეყნის მასშტაბით უშედეგოდ ეძებენ.

35 წლის გიორგი ქობულაშვილი ბიძაშვილმა საქმის გასარჩევად გვიან ღამით სახლში მიაკითხა. ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

სოფელ დიღომში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელი ადგილიდან საკუთარი ავტომობილით  გაიქცა და ამ დრომდე მიმალვაშია. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ლევან ქობულაშვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×