რეზონანსი
12.08.2024

ირანმა მოამზადა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები, ისე, როგორც ეს ისრაელზე აპრილში განხორციელებული თავდასხმის წინ გააკეთა, - ამის შესახებ The Times of Israel წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ისრაელელი ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აცხადებს, რომ ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ისრაელს და არც აშშ-ს არ შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ ირანის მხრიდან საპასუხო თავდასხმის ზუსტი დრო.

ამასთან, რავიდის თქმით, ისრაელელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „ირანელები ღიად აფიქსირებენ ისრაელზე მნიშვნელოვანი თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა მათი საჯარო განცხადებებისა, რომ თავდასხმა აპრილში განხორციელებულ თავდასხმაზე მასშტაბური იქნება, ირანის საჯარო განცხადებები არ მოიცავს რაიმე სახის უკან დახევას".

შეგახსენებთ, 13-14 აპრილს ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 300 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომელთა უმეტესობა ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ჩამოაგდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×