რეზონანსი
12.08.2024

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე დაბრუნდებიან, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე, პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×