რეზონანსი
12.08.2024

სასტიკი მკვლელობა სოფელ  დიღომში - ავტომობილის გამო დაწყებულ კონფლიქტს 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი ქობულაშვილს სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან დანით მიაყენა, შემდეგ კი გაიქცა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მამაკაცებს შორის დაძაბული საუბარი და შელაპარაკება უძღოდა.

როგორც ვიცით, იყვნენ თანასოფლელები და მიზეზი რა გახდა ამ ყველაფრის არ ვიცით. რაღაც ნათესავურო კავშირიც აქვთ, მოგვარეები არიან. როგორც თქვეს დანით დაჭრა სასიკვდილოდ. ხალხი იყო ბევრი, - ამბობს ადგილობრივი. 

ახლა პოლიცია დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×