რეზონანსი
11.08.2024

კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე კომენტარი გაკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ოპერაციას უკრაინის არმია აწარმოებს და რომ მისი მიზანი სამართლიანობის აღდგენაა, რომელიც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრით დაარღვია.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც კურსკში აქტიურად გრძელდება უკრაინელების მხრიდან იერიში. როგორც რუსეთში აცხადებენ, ამ დროისთვის საზღვრისპირა რაიონებიდან 76 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×