რეზონანსი
10.08.2024

ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი 2024 წლის 5 თვეში 52%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ღვინის სექტორის 2023 წლის TBC Capital-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, რუსეთში ექსპოტის ზრდა აქციზის გადასახადის გაზრდამ განაპირობა.

ქართული ღვინო ყველაზე დიდი მოცულობით იყიდება რუსეთში (75%), ევროპაში (10%), დსთ-ის ქვეყნებში (6%), უკრაინაში (4%) და ჩინეთში (2%).

რაც შეეხება ექსპორტის ღირებულებას, სტატისტიკა ასეთია:

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, 2023 წელს ღვინის საექსპორტო ფასი გაიზარდა.

ქართული ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიაში იყიდება ($7,1 - 1 ლიტრი), შემდეგ არის აშშ ($6,19 - 1 ლიტრი), მესამე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფო ($5,2 - 1 ლიტრი).

რუსეთში გასაყიდი 1 ლიტრი ქართული ღვინის ფასი $2,7-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×