რეზონანსი
08.08.2024

07:42 (UTC) საათზე, თბილისის დროით 11:42 სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში კუნძულ კიუშუს მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც. ამის შესახებ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება.

ბიძგების ეპიცენტრი მიაძაკის პრეფექტურასთან მდებარეობდა. ეპიცენტრი ოკეანის ფსკერზე 30 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

სეისმოლოგების თქმით, ტალღების სიმაღლემ მიაძაკისა და კოჩის პრეფექტურების მიდამოებში შეიძლება ერთ მეტრს მიაღწიოს.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×