რეზონანსი
07.08.2024

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 3.6%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით გაიზარდა.

PMCG-ის კვლევის თანახმად, ივლისში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი ერთ თვეში 3.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად ფასის ზრდამ 2.9% შეადგინა.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროების ღირებულებას, ფასები ამ შემთხვევაში თვიურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 5.6%-ით გაიზარდა.

2024 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 178 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასმა - 272 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 114 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში ფასები საშუალოდ 589 ლარით განისაზღვრა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ივლისში ყველაზე მეტი გურიაში იყო, სადაც სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 954 ლარი იყო, კახეთში - 683 ლარი, თბილისში - 627 ლარი, აჭარაში კი 583 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×