რეზონანსი
07.08.2024

აღმოსავლეთ საქართველოში ქსელური სუპერმარკეტების გავრცელება და მათი წილი სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორში უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული მიმოხილვიდან ირკვევა.

მიმოხილვის თანახმად, თბილისში ქსელური სუპერმარკეტების წილი სექტორის მთლიან გაყიდვებში 57%-ს შეადგენს, დასავლეთ საქართველოში ის 39%-ია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18%.

TBC Capital-ის თანახმად, მთლიანად ეროვნული მასშტაბით გაყიდვების მოცულობით სექტორის უმსხვილესი მოთამაშე არის "ნიკორა" რომლის წილიც ორგანიზებული ბაზრის სეგმენტზე 18.9%-ს შეადგენს, მეორე პოზიცია უჭირავს ორ ნაბიჯს 18.8%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიცია კარფურს 13.6%-ით.

2024 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი - თიბისი კაპიტალის თანახმად ასე ნაწილდება:

ნიკორა - 18.9%; ორი ნაბიჯი - 18.8%; კარფური - 13.6%; სპარი - 13%; მაგნიტი - 9.7%; დეილი - 4.8%; აგროჰაბი - 4.4%; გუდვილი - 4%; გვირილა - 2.9%; უნივერსამი - 2.8%; ფრესკო - 2.1%; ექსპრეს ქსელი - 1.4%; ზღაპარი - 1.4%; მადაგონი - 1.2%; ევროპროდუქტი - 1.2%; სმარტი - 0.8%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×