რეზონანსი
07.08.2024

თვითონ შინაარსი, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანს წინასწარ პატიმრობას უსჯიან, სრული სისულელე და აბსურდია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ და პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის" წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.

„საკითხი არის ასე - რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის", - აღნიშნა ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×