რეზონანსი
05.08.2024

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომების კიდევ 28 ადამიანის წინააღმდეგ დაწესების შესახებ ბელარუსში შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი როლის გამო.

საბჭოს ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ორი მოადგილე, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, კერძოდ პროკურორები და ბევრი მოსამართლე, „რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოიტანეს, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ ან ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მოსაზრებას გამოხატავდნენ“.

ამასთან, სანქციები დაუწესდათ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს გენერალურ დირექტორს, ირინა აკულოვიჩს, სატელევიზიო არხ STV-ის გადაცემა "სენატის" წამყვანს და ბელარუსის ეროვნულ ასამბლეაში ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკიტა რაჩილოვსკის.

სასანქციო სიაში მყოფი პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრების გამოყოფა. სანქციები ასევე ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვას ფიზიკური პირებისთვის, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის უფლებას უზღუდავს.

ამჟამად, ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავი ზომები, მთლიანობაში, 261 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×