რეზონანსი
05.08.2024

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ცენტრისთვის და ლუგარის ლაბორატორიისთვის, სავარაუდოდ, აშშ-ის გარკვეული პროექტები შეჩერდა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აშშ-ის დახმარება არ შეწყვეტილა.

"არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი", - ამბობს პაატა იმნაძე და ჩაკითხვაზე, კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი აღნიშნავს, რომ "ჯერ ვერაფერს იტყვის".

ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. 

ყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო. 

ვაშინგტონი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რასაც დაავადებათა კონტროლია ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს. 

ცენტრი ყოველწლიურად შეერთებული შტატებისგან 10 მილიონი დოლარის დახმარებას იღებდა, რაც სამეცნიერო პროექტებსა და პერსონალის გადამზადებას ხმარდებოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×