რეზონანსი
05.08.2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ელის, რომ ირანი ისრაელს 24-48 საათში თავს დაესხმება. ინფორმაციას ამის შესახებ ,,თაიმს ოფ ისრაელი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბლინკენი თავის კოლეგა მინისტრებს აშშ-ის მიერ რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილების მიზნით სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე ესაუბრა.

ვინაიდან აშშ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე გასულ კვირას „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნების და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გარდაუვალია, რეგიონული ომის თავიდან აცილების საუკეთესო ბერკეტად ირანზე ზეწოლის გაძლიერება სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×