რეზონანსი
03.08.2024

მოჭიდავეები იწყებენ ასპარეზობას, 7 სპორტსმენი გვყავს და იმედიანად ვარ, რომ რამდენიმე მედალს ავიღებთ და ძალოსნობით დავაგვირგვინებთ, - ამის შესახებ სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა „ქრონიკაში" პარიზის ოლიმპიადაზე საუბრისას განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა იმის კარგი შანსი საქართველოს, რომ დევიზი, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე აქვს - უკეთ, ვიდრე ტოკიოში, ეს გაამართლოს.

„თუშიშვილი რა თქმა უნდა, სამედლო იყო და მედალს აიღებდა. კრივში ფაქტობრივად მესამე ადგილი გვაქვს მოპოვებული. [ლაშა გურული] კუბელ სპორტსმენს ხვდება და მოგების შემდეგ გადაინაცვლებს ფინალისკენ. წარმატებები ვუსურვოთ ლაშა გურულს. მოჭიდავეები იწყებენ ასპარეზობას, 7 სპორტსმენი გვყავს და იმედიანად ვარ, რომ რამდენიმე მედალს ავიღებთ და ძალოსნობით დავაგვირგვინებთ. იმედია, რომ ჩვენს ხალხს გავახარებთ ოლიმპიური თამაშებით და ეს დევიზი - უკეთ, ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნაწილობრივ შესრულდება", - აღნიშნა ხაბელოვმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×