რეზონანსი
01.08.2024

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე 76 წლის ასაკ­ში ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ბოლო წლებ­ში ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და. "ამბები" ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პი­არ­მე­ჯერს გი­ორ­გი ბე­რი­ძეს ესა­უბ­რა:

"ბოლო დროს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და იმის გამო, რომ ფეხი მო­ი­ტე­ხა. ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა მისი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, რაც ქრო­ნი­კუ­ლად ჰქონ­და, ონ­კო­ლო­გია, გა­ურ­თულ­და... ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და, თუმ­ცა არ პროგ­რე­სი­რებ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში მა­ინც გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და­ი­წყო. მკურ­ნა­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქი­მი­ურ გა­დას­ხმებ­საც იკე­თებ­და. პე­რი­ო­დუ­ლად უცხო­ეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტით, ტე­ლე­ფო­ნით დარ­გის ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, თა­ვის უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და მე­გობ­რებ­თან გა­დი­ო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

თბი­ლის­ში არ ვარ და რო­გორც მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, გული წუ­ხელ გა­უ­ჩერ­და, მაგ­რამ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვით მა­ინც შეძ­ლეს გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა, გან­მე­ო­რე­ბით კი ეს ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. იმ­დე­ნად და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო, ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ნაბ­რძო­ლი სა­კი­თხი - ერ­თად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ შე­ნო­ბა­ში, ეს ვერ მო­ხერ­ხდე­ბა.

ეს არა მარ­ტო ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­ვის­თვის და ჩვე­ნი ექი­მე­ბის­თვის, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია. წა­ვი­და დიდი მო­აზ­როვ­ნე, მეც­ნი­ე­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა ჩვენს რე­ა­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში ის პა­ცი­ენ­ტის­თვის იყო თა­ნა­მო­აზ­რე, გვერ­დში მდგო­მი, მისი ჭი­რის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი... პი­რა­დად მე მად­ლო­ბას ვუხ­დი მას იმ ნდო­ბის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მას­თან მუ­შა­ო­ბი­სას მქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. ერ­თად რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ. მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ" - განაცხადა ბე­რი­ძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×