რეზონანსი
31.07.2024

ოპოზიციის ხმაური და აჟიოტაჟი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განპირობებულია მხოლოდ ერთი სურვილით, რომ როგორმე ქვეყანას ავნონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა მედიასთან.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში მდებარეობს, სადაც მეზობლები ვერ შეიცვლებიან და ხელისუფლებამ არაფერი არ უნდა დაიშუროს იმისთვის, რომ ყველა მეზობელთან პრაგმატული, სტაბილური და უსაფრთხო ურთიერთობები არსებობდეს.

„ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყვნენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი დონის წარმომადგენლები და ასევე, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებიც. თუ ისეთმა წამყვანმა ინსტიტუციებმა, როგორიც ევროკავშირი და გაეროა, საჭიროდ ჩათვალეს, რომ აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ ამ ცერემონიას, რადგან ეს მნიშვნელოვანია რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, საქართველო რატომ უნდა გამოკლებოდა რეგიონში მიმდინარე ასეთ პოზიტიურ პროცესებს? იმიტომ, რომ იმ ოპოზიციას არ მოსწონს, რომლის მიზანიც მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მოტანაა? ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში, სადაც მეზობლებს ვერ შევცვლით. ეს არის მოცემულობა და არაფერი არ უნდა დავიშუროთ იმისთვის, რომ ყველა მეზობელთან გვქონდეს პრაგმატული, სტაბილური და უსაფრთხო ურთიერთობები", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×