რეზონანსი
31.07.2024

ატენში ჩხუბის დროს 40 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. როგორც “მოზაიკას” ადგილობრივებმა უთხრეს, დაზარალებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. 

“მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

როგორც სოფელში ამბობენ, დაზარალებულს დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს.

“როგორც ვიცი, ორმა ბიჭმა სცემა“, – უთხრეს "მოზაიკას" სოფელში.

კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას ფლობს ატენში მერის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილიც, თუმცა დეტალები არ იცის.

ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს თუ არა მომხდარზე გამოძიება. ამის გარკვევა “მოზაიკამ” შსს-ში სცადა, თუმცა რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, უწყებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×