რეზონანსი
31.07.2024

ისრაელის მთავრობაში განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ამ კონკრეტულ ინციდენტზე“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის სპიკერმა, დავიდ მენსერმა.

ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. ირანის შესაბამის სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, ისმაილ ჰანიე თეირანში მართვადი რაკეტით მოკლეს.

მართვადი რაკეტა თეირანში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული. მკვლელობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×