რეზონანსი
31.07.2024

რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები, რომლებიც ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში იყვნენ განლაგებულნი და საზღვარს იცავდნენ, მუშაობას წყვეტენ და სამშობლოში ბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

მესაზღვრეების გამოსამშვიდობებელი ცერემონია აეროპორტშივე გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ როგორც რუსეთის, ისე სომხეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.

რუსი მესაზღვრეები „ზვართნოცის“ აეროპორტში 1992 წლიდან მუშაობდნენ. 2024 წლის 27 თებერვალს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ მათ ერევნის აეროპორტი უნდა დაეტოვებინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×