
მართვის ეს სისტემა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, რომელიც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, ამ სისტემის შემქმნელები არ იმსახურებენ არანაირად მოხვდნენ სანქციების ქვეშ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით გიორგი ვოლსკი აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მორიგ მოსმენას გამოეხმაურა.
„არცერთი მაჩვენებლით ჩვენ არ ჩამოვრჩებით ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, მართვის სტანდარტს, დაწყებული კორუფციის საკითხით და დამთავრებული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებით. რასაკვირველია, მართვის ეს სისტემა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, რომელიც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, მართვის ამ სისტემის შემქმნელები არ იმსახურებენ არანაირად მოხვდნენ სანქციების ქვეშ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.