რეზონანსი
31.07.2024

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. სრულად დაფინანსებულ ტექსკოლაში, უფროსკლასელები, ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს, იკვლევენ გზას და რაც მთავარია, ირჩევენ იმას, რაც ნამდვილად აინტერესებთ.

„ტექსკოლაში მიღებული ცოდნით ბევრი ნამუშევარი დავაგროვე და შევქმენი ჩემი პირველი პორტფოლიო. ახლა კი ჩემი ნამუშევრების ონლაინ გამოფენას ვგეგმავ" - ანანო იმნაძე, თიბისის ტექსკოლის მონაწილე ბათუმიდან.

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივასთან ერთად, სექტემბრიდან, ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღებას კვლავ განაახლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×