რეზონანსი
31.07.2024

მოტოციკლებსა და მოპედებს ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ექნებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის, ანდა მოპედის მოძრაობის დროსა და პირობებს განსაზღვრავს.

„საკრებულოში იმსჯელებენ აღნიშნულთან დაკავშირებით და გვინდა, რომ აღნიშნული წესი 2024 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს," - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×