რეზონანსი
31.07.2024

ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც ასწრებს ბევრი პარამეტრით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ.

„ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც ასწრებს ბევრი პარამეტრით, როგორიცაა იგივე ხელისუფლების ეფექტიანობა, კონკრეტულად, აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანობა, რა თქმა უნდა, ასე უნდა გავაგრძელოთ. ეკონომიკური ზრდა რომ არის ძალიან მაღალი, ესეც ეფექტიანობის დამსახურებაა. ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ", - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×