რეზონანსი
31.07.2024

„გამჭვირვალობის შესახებ" კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული. ერთადერთი ზომა არის 25 000-ლარიანი ჯარიმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება.

„არავითარი რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×