რეზონანსი
31.07.2024

ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი ქობულეთში, ტურისტის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც ის წერს, გარდაცვლილის პირველადი დათვალიერებით გველის ნაკბენი და ამით გარდაცვალება არ დასტურდება.

„მინდა გამოვხატო მწუხარება ტურისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და  შევეხო იმ ძალით გახმაურებულ ფაქტს,რომელიც არასწორი მიდგომით ააგორა ზოგიერთმა ჟურნალისტმა. 

პირველი: გარდაცვლილი ტურისტი იყო გველების მოყვარული და მოგზაური, რომელიც აკვირდებოდა ბუნებას და იღებდა სურათებს.

მეორე: არანაირი გველი არ ყოლია არც ჩამოყვანილი და არც ადგილობრივი.

მესამე: გარდაცვლილის პირველადი დათვალიერებით არ დასტურდება გველის ნაკბენი და მით უმეტეს ამ მიზეზით გარდაცვალება.მეოთხე: ვთქვათ გველგესლას ეკბინა, არის ორი ვარიანტი, ერთი როცა მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესები, რომელიც ასეთი სუსტი შხამის დროს ვითარდება და ადვილად ინკურნება და მეორე, ანაფილაქსია, რომელიც შეიძლება როგორც გველის ნაკბენის დროს განვითარდეს, ასევე ნებისმიერი შხამიანი მწერის (კრაზანა, ფუტკარი, მორიელი…), რაც ზოგ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლოა გარდაცვალებითაც დასრულდეს.

ვინაიდან ეს ადამიანი იყო გათვითცნობიერებული და ყველა რისკს ათვიცნობიერებდა, ასეთი სიტუაციებისთვის მზად იქნებოდა. მოკლედ, სინამდვილეში რით გარდაიცვალა ეს ადამიანი დაადგენს ექსპერტიზა.

პ.ს. მთის ასპიტი, კავკასიური გიურზა, ამაზონის სამთავა ასპიტი და მსგავსი გველები ჩვენთან არ ბინადრობენ” - წერს ჰერპეტოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×