რეზონანსი
30.07.2024

სიძე-ცოლისძმა ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად მატყუარები და მძარცველები არიან, საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს სამართლიანობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

„ხანდაზმული თაღლითები სიძე-ცოლისძმა ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ.

ანუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა საერთაშორისო არენაზე საქართველოს სასამართლოს სამართლიანობა. უფრო მეტიც, ამ ძუნწ-კაჟაია ბულავებს საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 ათასი $ გადახდა დააკისრა.

ხომ ნათლად ხედავთ რას უკეთებდნენ, ეს მეხუთე კოლონის წარმომადგენელი თაღლითები საქართველოს სახელმწიფოს და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ატყავებდნენ და ატყავებენ ეს წუპაკი-მამაძაღლები საკუთარი ბანკით უბრალო მოქალაქეებს!

საინტერესოა რა გზას დაადგებიან ახლა ხალხის ბედზე "დაუღალავად მოფიქრალ- მზრუნველი" ლელოელი ორი ანა - ნაცვლიშვილი, დოლიძე. უსუფაშვილი...

დაუკარით! საარჩევნოდ უელექტორატო თაღლით "ლელოელების" ქორწილია." - წერს გვენეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×