რეზონანსი
30.07.2024

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი პარიზის 2024 ოლიმპიადის (81კგ) ფინალში იჭიდავებს.

24 წლის ქართველმა ფინალში გასასვლელად სამხრეთკორეელ ჯონ ჰვან ლის დამატებით დროში ვაზარით სძლია და ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში ტატოს მეტოქე იაპონელი ტაკანორი ნაგასე იქნება.

დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი - ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი, ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×